ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ათეულშია - რა სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება?
2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება, ნომინანტთა სია კი 6 სექტემბერს გვეცოდინება.
პოპულარული სააგენტო Goal-ის ბოლო მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს, ლიდერი კი ლიონელ მესია.
გათვალისწინებით იმისა, რომ კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ქართველი France Football-ის ტოპ 10-ში, დიდი ალბათობით, მოხვდება.