ლევან კოღუაშვილის "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი პრიზი მოიგო
ლევან კოღუაშვილის ფილმმა, "მეოთხე ბრაიტონმა" კასაბლანკას საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მოიგო.
კინოსურათი ორ კატეგორიაში, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში გახდა გამარჯვებული. შესაბამისად, ჯილდოები ლევან კოღუაშვილმა და დიდმა ქართველმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა მიიღეს.
"მეოთხე ბრაიტონი" - ლევან კოღუაშვილის მესამე მხატვრული ფილმია. ფილმი საფრანგეთში გამოუშვა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფრანგულმა კინოსადისტრიბუციო კომპანიამ ARP selection.