თეგებით ძიება

რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია”, - წერს ღარიბაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა