თეგებით ძიება

გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა

გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

უტიაშვილი გადადგომის მიზეზს არ ასახელებს და წერს, რომ პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. 

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერმინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა", - წერს ის.

ზურაბ უტიაშვილი გურჯაანის მერად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა