თეგებით ძიება

„კარ­გა ხა­ნია, შვი­ლი არ მი­ნა­ხავს, მას­თან არ გვიშ­ვე­ბენ...“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ამის შესახებ ნიკოლოზ სააკაშვილმა ambebi.ge-სთან განაცხადა.

“მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის კარ­გი, არა­ვი­თა­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნი სა­ჭი­რო­ებს მძლავრ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მკურ­ნა­ლო­ბას და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ჩე­მის აზ­რით, უნდა იყოს მეტი ლა­პა­რა­კი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მეტი ზე­წო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რათა მიშა გა­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის”, - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე მათ ოჯახში საუბრები არ ყოფილა.

"რაც შე­ე­ხე­ბა მის პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბას, ეს ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე და ცოტა არ იყოს, გა­ვოგნ­დი, ვი­ნა­ი­დან ამა­ზე ოჯახ­ში ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა, მსგავ­სი რამ არც გა­მი­გია. რა დროს პრე­მი­ე­რო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა­ზეა ლა­პა­რა­კი, კაც­მა ხმა­მაღ­ლა თქვა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან მივ­დი­ვა­რო. არ ვიცი, ეს ხმე­ბი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მე არც ვან­გა ვარ და არც ვი­ღაც ნა­თელ­მხილ­ვე­ლი, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ეს ვი­ღა­ცე­ე­ბის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმას უფრო ჰგავს.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - მთე­ლი ოჯა­ხი პო­ლი­ტი­კის­გან შორს ვართ, მი­შაც ამ აზ­რზეა, დღეს მთა­ვა­რია და ლა­პა­რა­კია მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მეტი არა­ფე­რი. კარ­გა ხა­ნია, შვი­ლი არ მი­ნა­ხავს, მას­თან არ გვიშ­ვე­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დეს მნახ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მხო­ლოდ იუ­რისტს აქვს იქ შეს­ვლის უფ­ლე­ბა. რამ­დენ­ჯერ ვცა­დეთ მეც და გი­უ­ლი­მაც, მაგ­რამ იყო კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი, უბ­რა­ლოდ, ვი­ცით ყო­ველ­დღი­უ­რი ამ­ბე­ბი. დი­ლას იმ იმე­დით ვიღ­ვი­ძებ, რა­ი­მე უკე­თე­სო­ბის­კენ ხომ არაა, ვინ­მემ რამე სა­ი­მე­დო ხომ არ თქვა, მაგ­რამ ჩავ­რთავ ტე­ლე­ვი­ზორს და იქი­დან მი­შას ლან­ძღვის მეტი არა­ფე­რი მეს­მის", - აცხადებს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს საერთო შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 

"მინ­და გი­თხრათ, არაფ­რის საქ­მის კურ­სში არ ვი­ყა­ვი და არ ვარ, ამ თე­მა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ჭო­რებს არ ავ­დევ... ეგრე, ჩემ­ზეც ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი დღე­საც ჩემი სა­კუთ­რე­ბაა და თურ­მე მე ვდგა­ვარ მის უკან" - ამბობს ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­ი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა