თეგებით ძიება
09. 06. 2023 მსოფლიო

ესტონეთმა რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ესტონეთის ხელისუფლებამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერს, კირილს და კიდევ 57 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიაში შემავალ ყველა პირს აეკრძალა ესტონეთში შესვლა, რადგან ისინი მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში. 

„პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტი და გამავრცელებელი. დრო იყო ის შავ სიაში შესულიყო. მან გაამართლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და დაიცვა პუტინის პოზიციები“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში, ასეთებს ვერ მიესალმებიან ესტონეთში.

„მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, შემოიღონ აკრძალვა რუსეთის სასტიკი დანაშაულების მხარდამჭერთა და ჩამდენთა შემოსვლაზე“, - განაცხადა მინისტრმა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა