თეგებით ძიება

„გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს. 

„უკრაინული შეტევა მიდის ძალიან კარგად, ზუსტად ისე როგორც ვვარაუდობდი. 

პირველი 2-3 კვირა იქნება ყველაზე რთული, მაგრამ უკრაინული ხასიათი არის ძალიან მიმწოლი და გამორიცხულია, რომ მოეშვან და არ გაარღვიონ რუსული თავდაცვის ხაზები. 

რუსებს ძალიან გაუხარდათ რომ დააზიანეს ლეოპარდ 1 (ძველი მოდელის გერმანული ტანკი), მაგრამ ეს ვერანაირად ვერ აჩერებს ჩვენს წინსვლას მთელს ფრონტზე და კიდევ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი ქართველი მებრძოლი ცოცხალი გადარჩა. 

გამარჯვება არის სრულიად გარდაუვალი“, - წერს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა