ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის ხელმძღვანელობით მთავრობის დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
დელეგაციამ უკვე დაათვალიერა არაერთი ობიექტი, რომელიც საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით გარემონტდა.
რუსეთის დელეგაცია, ასევე, ეწვია ბიჭვინთაში მომავალი Moscow Resort Hotel-ის ტერიტორიას.
ნოვაკი სოხუმის აეროპორტის შემოწმებასაც გეგმავს, რომლის აღდგენასაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსი ინვესტორის მონაწილეობით აპირებს.