თეგებით ძიება

ესენი უსამშობლო ადამიანები არიან - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა.

„ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს “ნაციონალური მოძრაობა”, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ხალხს დღეს რაც ჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ოპოზიციამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა ისაუბროს კოალიციაზე.

კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გადასაწყვეტია როგორც წარდგებიან არჩევნებზე.

“ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკის ნაწილია, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას. თუ გადავხედავთ აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებს, ესენი იყვნენ ერთი ადამიანის ფრთის ქვეშ, სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის”, შემდეგ დაიყვნენ, ერთო მსოფლმხედველობის ადამიანები არიან, ესენი უსამშობლო ადამიანები არიან, შესაბამისად, რა ფორმით წარდგებიან არჩევნებზე მათი გადასაწყვეტია”, - აღნიშნა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა