ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა - ვინ არის ასპინძაში გარდაცვლილი 15 წლის გოგონა?
ასპინძაში, მტკვარში ჩავარდნილი მეათე კლასის მოსწავლე, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.
გარდაცვლილი გოგონა გვანცა ვოსკანიანია.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც გოგონას ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.