"ჩემს ცხოვრებაში არ წყდება საოცარი მოვლენები" - ნანუკა გულუა მეორე ბავშვს ელოდება
მსახიობი და ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მეორე ბავშვს ელოდება.
"ჩემო ძვირფასებო, გარშემო იმდენი კეთილი ადამიანი ხართ,იმდენ სიყვარულს და პოზიტივს იმეტებთ ჩემთვის ყოველდღიურად, ისეთი სავსე ვარ ბედნიერების შეგრძნებით რომ ჩემს ცხოვრებაში არ წყდება საოცარი მოვლენები!
მილიონჯერ გავიმეორებ რომ თუ კეთილი ხარ და გარშემო ყველას სიხარულს იზიარებ ყველაფერი გიბრუნდება! N2“, – წერს ნანუკა გულუა.