უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამწლის 10 ივნისამდე პერიოდს.
"ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით - 214 660; ტანკი - 3 909; ჯავშანტექნიკა - 7 607; საარტილერიო სისტემა - 3 717; სარაკეტო სისტემა - 600; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 362; თვითმფრინავები - 314", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.