დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს - ვოლოდიმირ ზელენსკი
დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა
„არსებობს გამოწვევების დიდი რაოდენობა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ისინი ყველა შესაძლო დონეზე. ახლა მთავარია, რომ ამის გასაკეთებლად საჯარო პოტენციალი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას.
მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც უკვე ეხმარება და ვინც უკრაინას ეკითხება, თუ როგორ დაეხმაროს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკვე მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარება ადამიანებს. დაეხმარეთ ადამიანებს, ცხოველებს, ყველა ცოცხალ არსებას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.