თეგებით ძიება

აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება არ სურს - რუსეთის ელჩი აშშ-ში

"შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზების ძიებას არ აპირებს“. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

"აშშ უკრაინის სასიკვდილო იარაღის ახალი პარტიებით მომარაგებას აგრძელებს. ამ მიზნით ასეთი შთამბეჭდავი ფინანსური რესურსების გამოყოფა ერთ რამეზე მიუთითებს: ვაშინგტონი არ აპირებს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზების ძიებას.

მათ არაფერი გააკეთეს ზელენსკის რეჟიმის მოლაპარაკების მაგიდასთან მისასვლელად. პირიქით, ისინი მეთოდურად უბიძგებენ თავიანთ მარიონეტებს, განაგრძონ ადამიანების მსხვერპლშეწირვა ექსტრავაგანტური მიზნის - რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით. ვაშინგტონისთვის ამ ამოცანის შესრულებაზე უარის თქმა შეუძლებელია. ამ ამოცანის უკან დგას ქვეყნის ხელმძღვანელობა, რომელმაც ომის გზა აირჩია და არა დიპლომატიური“, - განაცხადა ანტონოვმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა