სამწუხარო ინფორმაცია - ხერსონში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს
ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც წყალდიდობისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ, - ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
"რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის, ისინი მოხალისეები არიან, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ", - წერს პროკუდინი.
ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.