თეგებით ძიება

"ქართველებო, მალე მიხვდებით, რომ ევროპასთან სიახლოვე წყალივით გჭირდებათ “ - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე?

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ევროპასთან სიახლოვე წყალივით სჭირდება.

"ძალიან მალე დადგება ის დრო, ქართველებო, როცა მიხვდებით, რომ ყველაფერი, რითაც ამდენი წელი გაშინებდნენ ევროპასთან დაკავშირებით, სრული ტყუილი, განგებ მოგონილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია იყო. მიხვდებით და საკუთარ ტყავზე მწარედ იგრძნობთ, რომ ყველა ის სიბინძურე და ბოროტება, რასაც ევროპას მიზანმიმართულად აბრალებდნენ და თქვენც იჯერებდით, სწორედ რუსეთშია და ევროპა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა. მიხვდებით, რომ ევროპა კარგია. მიხვდებით, რომ ევროპასთან სიახლოვე წყალივით გჭირდებათ თქვენი თავისუფლების და იდენტობის გადასარჩენად, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იქნება, რადგან მაგრად ეყოლებით ბოროტს დაჭერილი მარწუხებში. ვინ იცის, კიდევ რამდენი ათწლეული დაგჭირდებათ შემდეგ ამ მარწუხებიდან თავის დასახსნელად?! გამოფხიზლდით, სანამ კიდევ დროა!", - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა