თეგებით ძიება

თუ ძაღლი თავს ესხმის ვინმეს, პატრონი უნდა დაისაჯოს - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე?

საქართველოს რამდენიმე ქალაქში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. პრობლემების გადასაჭრელად გზები ჯერ არ ჩანს. ამ საკითხზე ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძეც საუბრობს.

"პატრონი პასუხისმგებელი უნდა იყოს ძაღლის თითოეულ ნაბიჯზე. თუ ძაღლი აგრესიულია, თავს ესხმის ვინმეს, პატრონი უნდა დაისაჯოს. ძაღლის ყოლა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ის ძალიან დიდ ეფექტს ახდენს ჩვენს ქცევაზე. მე ორი ძაღლი მყავს სახლში, ორიც - სამსახურში მოკედლებული. ისინი არავის ერჩიან, ზოგჯერ თავად დამთვალიერებელია აგრესიული. რასაკვირველია, არის ძაღლების აგრესიის შემთხვევებიც და დადგა კიდეც ზოგიერთი ჯიშის აკრძალვის საკითხი. თუ ძაღლი აგრესიულია, საბლით და ალიკაპით უნდა ვატაროთ. რაც მთავარია, ძაღლი კარგად გაწვრთნილი უნდა იყოს. აი, ამაში გვაქვს საქმე ცუდად. ძალიან ბევრი ძაღლი სწორედ აგრესიულობის გამო აჰყავთ და სწორედ ამ მიმართულებით ზრდია“,- ამბობს ზურაბ გურიელიძე. 

ვრცელი ინტერვიუ 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა