თეგებით ძიება

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მათგან ერთ–ერთი პაციენტის  მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

"ხუთიდან ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, აქვთ ზედაპირული ტრავმები და მიმდინარეობს დაკვირვება. ჩაუტარდათ გამოკვლევები, სტაბილური მდგომარეობა აქვთ. მეხუთე პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობით შემოვიდა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის", – აცხადებენ კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა