უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ - შეიარაღებული ძალები
უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთ დღე-ღამეში ბახმუტის მიმართულებით ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის მიმართულების პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.
„სულ (დღეში -ღამეში) მოხდა ექვსი შეტაკება, რომლის დროსაც ჩვენმა თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 138 ოკუპანტი, 236 დაშავდა, ერთი ტყვედ აიყვანეს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.