თეგებით ძიება

გმირიაო კაცი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, მამამისი სულელი არაა? იგიჟებს თავს, ალბათ ფული მისცეს - მეუფე სტეფანე ბექა გრიგორიადისზე

სულთმოფენობის დღესასწაულზე, სკალდის მამათა მონასტერში ქადაგებისას ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ განაცხადა, რომ აქციის დროს დაკავებულის, ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი სულელია.

"...სკოლებში შემოიტანეს, ანუ, მშობლებს უნდა ეშინოდეს შვილებისა ისეთ რაღაცეებს გააკეთებენ და მასწავლებლებს ეშინიათ ბავშვებისა და მერე მოვლენ და გმირიაო კაცი, რომელმაც ე.ი. ცოცხლად დაწვა მოინდომაო ადამიანებისო და მოლოტოვის კოქტეილს ისვრის და რაღაცა. მამამისი სულელი არაა? ამნაირ რაღაცაზე იმ შვილს უნდა უთხრას, რომ მოდი რა, ჭკვიანად მოიქეცი. არა, თვითონ იგიჟებს თავს, ალბათ ფული მისცეს ხო? რა ვიცი ვინ როგორ ატრიალებს ამ ყველაფერს", - განაცხადა სტეფანემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა