თეგებით ძიება

“ვხედავ ჩამქრალ სანთლებს ეკლესიაში...საპატრიარქოს უპირისპირდებიან" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მისი ის ჩანაწერები, სადაც მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოზე მოვლენების გარკვეულ პროგნოზებს აკეთებს.

“ახალი სიტყვა: მომავალში დაიბადება უფრო მეტი ინდიგო ბავშვი და უფრო მაღალ საფეხურზე მდგარნიც

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 90)

2017 წელი, 6 ნოემბერი

ვხედავ. მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო ირევა. ის უკვე ისეთ ჩიხშია შესული, რომ იქიდან გამოსვლა ასე იოლი ვერ იქნება. მით უმეტეს, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არიან არენაზე, შეცდომებს უშვებენ. ვერ არიან დიდად განსწავლულები და განათლებულები მსოფლიო პოლიტიკაში. ისე ჩანს, რომ მათთვის დედამიწა და ხალხი სათამაშო მოედანია. თვითონ ხალხი მისცემს ასეთ შეფასებას, რადგან მსოფლიოს მართავენ არა პოლიტიკოსები, არამედ უწიგნური და უვიცი ადამიანები, რომელთაც სინდისიც არ გააჩნიათ — არავითარი მორალი!

ვხედავ, ისეთი რთული ვითარება, როგორიც დღესაა პოლიტიკურ არენაზე, ისტორიას არ ახსოვს. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ მაშინ კოსმოსის ნებით პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი. დიახ, სწორედ კოსმოსი იყო ჩართული ამაში და გადარჩა კიდეც მსოფლიო ამგვარი პოლიტიკოსების წყალობით, დღეს კი მე ასეთ პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ და ამიტომაცაა ასეთი საშინელი მდგომარეობა მთელ მსოფლიოში.

ვხედავ, დიდი გამოსვლებია ევროპაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთი მიწასთანაა გასწორებული, რუსეთი ძლივს სუნთქავს, სულს ღაფავს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი წამყვანი ქვეყნების იმედი ახლო მომავალში არც არავის ექნება. ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის ჯიბრზე მტრებს აძლიერებენ. განსაკუთრებით რუსეთი, რომელსაც საკუთარ სახლში მოუწყობენ ტერორებს მუსლიმები, როგორც ამას აღვნიშნავდი მრავალი წლის წინ. ესენია: ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეაც.

რუსეთი ამგვარი პოლიტიკური ნაბიჯებით ვერაფერს მიაღწევს და ვერც ვერაფერს ვერ მოიგებს. პირველ დარტყმას სწორედ იმ მუსლიმებისგან მიიღებს, ვისაც ეხმარება, ვინაიდან გლობალურ პოლიტიკაში მეგობარი ქრისტიანი და მუსლიმი სახელმწიფოები არ არსებობენ. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი კვლავაც განაგრძობს ამგვარ პოლიტიკას, იმდენად, რამდენადაც სხვა გზა არ აქვს. ევროპამ და ამერიკამ ჩიხში მოამწყვდიეს რუსეთი და იძულებული გახადა, საპირისპირო ნაბიჯები გადაედგა — დარტყმითი, შემტევი, მაგრამ უაზრო, არაფრის მომტანი რუსეთისთვის და რუსი ხალხისთვის. ვხედავ, რომ ეს დამანგრეველი პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელდება.

ვხედავ, ამერიკის პრეზიდენტი თითქოს სწორ ნაბიჯებს დგამს და სწორ გადაწყვეტილებებს ღებულობს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებით რთულ გარემოს იქმნის პოლიტიკურ არენაზე. ფრთხილად! ბოლოს ამერიკელმა ხალხმა არ გაასამართლოს.

ევროპა თითქოს იშლება და არც იშლება. ევროპის ქვეყნები ძალიან და კიდევ უფრო აირევიან, გამომდინარე ლტოლვილებთან დაკავშირებული საკითხებიდან, ვხედავ, რომ რაღაც პერიოდი ისევ მიაწყდებიან ლტოლვილები ევროპას, მაგრამ მოულოდნელად ევროპის ქვეყნებში ყველა მთავრობა შეიცვლება და, ვიმეორებ წარსულში ნაწინასწარმეტყველებს, მოდის ნაცისტი პრეზიდენტი, რომელიც ყველას თავის ადგილს მიუჩენს და ევროპას დაასუფთავებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამ ნაბიჯებს მიესალმება და მიბაძავს კიდევაც, ანუ ლტოლვილებისა და მიგრანტების გაყრას დაიწყებენ. მაგალითად, საფრანგეთში ყველა ქუჩაში გამოვარდება და იყვირებს, რომ საფრანგეთი ფრანგებისაა და დაიწყებენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. კანონებს თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ გადააკეთებენ და საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს მოარგებენ.

რუსეთში, ვხედავ, ოპოზიცია არ არსებობს და ეს ყველას კარგად აქვს გათავისებული. პრეზიდენტად ისევ რჩება დღევანდელი პრეზიდენტი, მაგრამ შემდგომ არჩევნებში მე მას უკვე ვეღარ ვხედავ. ამ პერიოდში მას დიდი სიმძიმეები ელის.

ვხედავ, ნატოს შეიარაღებული ძალები როგორ შემოდის საქართველოში, როგორ დაფრინავს ამერიკული ავიაცია ქართულ ტერიტორიაზე, როგორ განლაგდება თავდაცვითი სახის იარაღი ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე. ასეთი იყო 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველება, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასრულდება.

რუსეთის მცდელობა, რომ ქართულ პოლიტიკაში ხელი აფათუროს და ძალას არ ზოგავს საამისოდ, არარეალურია. რუსეთი საქართველოს ვერ დაიპყრობს. საქართველო მაინც ნატოს ხაზით გავა და ეს არის ერთადერთი დაცვითი სახე ჩემი ქვეყნისთვის — მეტი არაფერი.

ზოგ ქართველ პოლიტიკოსს კი აქვს გამოთვლილი, რომ რუსეთი ორ საათში აიღებს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ნურც მაგათ და ნურც რუსეთს გვერდები ნუ აუდგებათ, სანამ კოსმოსი ამის ნებას მისცემს! საშინელ დარტყმას მიაყენებს მათ კოსმოსი, ხოლო ჩემს ქვეყანას, ვხედავ, რომ განათებული მომავალი აქვს და რუსეთის მონობა არ აწერია.

ვიმეორებ წარსულის წინასწარმეტყველებას: რუსეთს თავისი თავი გაუხდება დასაცავი და ვხედავ, როგორ გარბიან რუსი ჯარისკაცები საკუთარი მიწების დასაცავად. არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო არასდროს იქნება რუსეთისა, აფსუებისა ან ოსებისა. ეს ჩემი საქართველოა! საქართველო, რომელშიც კოსმოსი არ დაუშვებს და არც შეუშვებს დამპყრობლებს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება წარსულიდან: რუსეთი თავისი ხელით დაგვიბრუნებს ჩვენს ტერიტორიებს!

ვხედავ, კოსმოსში სიტყვები „საქართველოს დაკარგული ტერიტორიები“ საერთოდ არ არსებობს. პირიქით, კოსმოსში პირდაპირ წერია, რომ აფხაზეთი საქართველოა; რომ სამაჩაბლო საქართველოა!

კოსმოსი პოლიტიკოსი არ არის, ადამიანო! ის თქვენი შემქმნელია და დამბოლოებელიც!

ქართული პოლიტიკური ნაბიჯები მომავალში, სადაც მეცნიერ ახალგაზრდებს ვხედავ, გაამართლებს და სწორი ნაბიჯებით გაიყვანს საქართველოს ევროპისკენ, ამერიკისკენ, ნატოსკენ. რუსეთის მთავრობა ამაში ხელს ვერ შეუშლის, რომ არაფერი ვთქვა ჩვენს „მშვენიერ“ პოლიტიკოსებზე. ისე, გირჩევდით, ერთმანეთის ჭამას, სჯობს „გარეთ“ გაგეხედათ და დაგენახათ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დიდი მოვლენები ხდება და იქნებ შანსი არ გაგეშვათ ხელიდან.

თუმცა, არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც გული უცემთ საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის. მათ კოსმოსი ეხმარება და გაამარჯვებინებს კიდევაც. საქართველოში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. ვხედავ, გატარდება ის პოლიტიკა, რომელიც ჩემს ხალხს, ჩემს ქართველებს სჭირდებათ. ეს ასე იქნება!

მინდა აღვნიშნო: ვხედავ როგორ ბიბინებს ჩვენს ტერიტორიებზე ტყეები, მინდორ-ველები, მდელოები. კითხვაზე „ცეცხლმა დიდი დარტყმა მოგვაყენა?“ პასუხად ვხედავ: არა, ბატონო. უკეთეს ტყეებსა და უნიკალური ჯიშის ხეებს ვხედავ და კიდევ უამრავ ტურისტს საქართველოში.

ვხედავ, პორტის მშენებლობა ანაკლიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადრევე მაქვს ნაწინასწარმეტყველები და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს მას.

რუსეთ-თურქეთის თამაში საქართველოსთან თავშივე ჩაშლილია. თურქეთი აჭარას არასდროს და ვერასდროს მიიღებს. ის კი არა, ჩვენი მიწები აქვს დასაბრუნებელი და მოვა დრო, დაგვიბრუნებს კიდეც.

მუსლიმებს მოსწონთ საქართველო, მაგრამ არა იმისთვის, რომ აქ ჩამოსახლდნენ. ნახავენ, დაათვალიერებენ, გაერთობიან, გაეცნობიან და წავლენ. სურვილი კი აქვთ და კიდეც ექნებათ, მაგრამ აქ დარჩენა და ცხოვრება მასიურად არ აწერიათ. ეს პროგრამაც დევს კოსმოსში და კოსმოსი მათ ჩვენს მიწაზე არ გააჩერებს.

ვხედავ, რომ კოსმოსი ყველა ქვეყანას თავისებურად იცავს. მაგრამ მე აქ, საქართველოში წარმომგზავნეს – დაცვის გასაძლიერებლად და ახალი სიტყვის სწორედ ამ ქვეყანაში მოსატანად. ეს იმიტომ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქვეყანა კოსმოსისა და უფლისთვის. დიახ, ჩემო ძვირფასებო, უფალს ვუყვარვართ და კოსომოსი არ გაგვწირავს!

სხვათა შორის, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა დადებითად და თბილად უყურებს საქართველოს.

ვხედავ, რომ კანონები, რომლებიც პარლამენტმა შეიმუშავა, განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, მომავალში ძალიან მკაცრი ზომებით გატარდება და მანქანების ნაკადი საგრძნობლად შემცირდება. საგრძნობლად! დიახ, კანონი კანონია, მით უმეტეს, როცა საქმე მწყობრიდან გამოსულ, დაშლილ მანქანას ეხება. ის ხომ უპირველესად თავად მისი მფლობელის სიცოცხლისთვისაა საშიში?! ასე რომ ტექდათვალიერების თემა აუცილებლად გაამართლებს.

ვხედავ, ლარისა და დოლარის თამაში, ეროვნული ვალუტის დევალვაცია კი არტყამს ქართულ ეკონომიკას, მაგრამ ნუ შეშინდებით. ეს მდგომარეობა მოკლე ხანში დარეგულირდება.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვხედავ ქარხნებს, მინიქარხნებს. ვხედავ, მდგომარეობა ძალიან გამოცოცხლდება. განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. ეს სფერო პირველ ადგილზე დგას და ვხედავ, ტურისტების ნაკადი საქართველოში არ შეწყდება მომავალში. ვხედავ უამრავ ტურისტულ ცენტრს, მოწყობილ და გალამაზებულ ადგილებს, უამრავ დასათვალიერებელ ღირსშესანიშნაობას თუ უბრალოდ, ჩანჩქერებსა და წყაროებს, მომხიბლავ ბუნებას. მოკლედ, ყველაფერი აღდგება, გალამაზდება და თანამედროვედ მოეწყობა.

რა პოლიტიკაც უნდა გაატარონ ჩვენმა მტერმა სახელმწიფოებმა, მაინც ვერ მოერევიან საქართველოს. ასე რომ, შავი ზღვისპირეთში ყველაზე ლამაზი ქვეყანა საქართველო აღმოჩნდება.

მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ განათლების სისტემაში უდიდესი ცვლილებები მოხდება და ბავშვები მართლა ისწავლიან, მიიღებენ უმაღლეს განათლებას. მათ ასწავლიან პროფესიონალები, რომლებსაც უცხოეთიდან მოიწვევენ, ვიღაც ვითომ მასწავლებლებს კი არა, ნამდვილ პროფესორებსა და სპეციალისტებს მოიწვევენ, რაც დიდ გადატრიალებას მოახდენს ქართულ განათლებაში. უწიგნური და გაუნათლებელი არცერთი ბავშვი არ იქნება მომავალში და მორჩა.

ასევე მოხდება მედიცინაშიც. ზუსტად იმ კანონებით იხელმძღვანელებენ, როგორებითაც უცხოეთში: გინდა ექიმობა? ისწავლე ბევრი წელი, მერე იმუშავე ექთნად, მიიღე გამოცდილება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდები ექიმი. ეს აუცილებელია, ვინაიდან სამედიცინო სფეროში საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. მე ვიცნობ რამდენიმე ძლიერ სპეციალისტს საქართველოში, მედიცინის სხვადასხვა დარგში, მაგრამ ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. თანაც, გასაქანს არ აძლევენ და პრობლემებსაც უქმნიან. იმიტომ რომ მცოდნე არავის სჭირდება, რადგან შტერი უფრო ადვილი სამართავია, ბატონო.

ვხედავ, მომავალში კიდევ მეტი რაოდენობით დაიბადებიან ინდიგო ბავშვები. ეს კიდევ უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე ვუნდერკინდები. თუმცა არსებობს ინდიგოებზე უფრო მაღალი საფეხურიც, რომლის წარმომადგენლებიც საუკუნეების განმავლობაში რიგის მიხედვით დაიბადებიან დედამიწაზე. ეს გასაოცარი უნარის ბავშვები თავიდან ცოტანი მოვლენ ამქვეყნად, ჯერ მათი დრო არ დამდგარა. მაგრამ ეს უკვე არის სიგნალი კოსმოსიდან. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც სამი წლის ასაკში იციან ის, რაც ახლა მოზრდილმა და განათლებამიღებულმა ადამიანებმა იციან. მათი ტვინი აბსოლუტურად სხვანაირად არის მოწყობილი.

მინდა კვლავ რუსეთს დავუბრუნდე: ვხედავ, ცრუ ზარები, რომლებიც ასე გახშირდა რუსეთში, რეალურ საფრთხეში გადაიზრდება, იმიტომ რომ ნაწინასწარმეტყველები მაქვს: ტერორისტები რუსეთში ააფეთქებენ ყველას და ყველაფერს-მეთქი.

ხალხია ცოდო. მაგრამ ამას ვერ აიცილებენ. ვხედავ, იმდენად გაამწარებს რუსეთის პრეზიდენტს ეს ტერატქები, რომ პოლიტიკას მუსლიმების მიმართ რადიკალურად შეცვლის და დიდ დარტყმას მიაყენებს მათ. და ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილზე დალაგდება მსოფლიო პოლიტიკაში", - წერიან განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა