თეგებით ძიება

ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები - მამუკა მდინარაძე თსუ-ში მომხდარზე

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე სტუდენტების მიერ ირაკლი კობახიძისთვის რუსული რუბლების შეყრას ეხმაურება.

"როდესაც ამბობთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ამბავს „ფორმულაც“ ესწრებოდა, შეცდომას უშვებთ, რადგან „ფორმულა“ თავად ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი გაეცათ. ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, თსუ-ის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად, ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა