თეგებით ძიება

პრეზიდენტი ეზიდთა თემს "ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეზიდთა თემს „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაულს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის, „ტავაფა ეზიდის“ დღესასწაულს და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ. ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას უნდა დაუბრუნდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა