თეგებით ძიება

აშშ-ის ციხეში ტერორისტი თეოდორ კაჩინსკი გარდაიცვალა

აშშ-ის ციხეში ტერორისტი, თეოდორ კაჩინსკი, მეტსახელად „უნაბომბერი“ გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

კაჩინსკიმ 1978 წლიდან 1995 წლამდე პერიოდში ფოსტით 19 ბომბი გააგზავნა, ძირითადად უნივერსიტეტებსა და ავიაკომპანიებში. გზავნილების აფეთქების გამო, 3 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.

ტერორისტი 1996 წელს მონტანის შტატში, თავის ქოხში დააკავეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა