თეგებით ძიება

"თუ კინოცენტრს დავთმობთ, კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი გახდება...“ - ლევან აბდუშელიშვილი

ეროვნული კინოცენტრის თანამშრომელი, ლევან აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ საჭიროა ერთად დგომა და კინოცენტრის გადარჩენისთვის ბრძოლა.

„მეგობრებო, კოლეგებო და უბრალოდ კინოსექტორის წარმომადგენლებო, კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა! ყველას მოგიწოდებთ დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ კინოცენტრის დასაცავად. წარმოდგენაც კი მიჭირს, ისეთი  შეუქცევადი პროცესები დაიწყება და იმ ადამიანებს, ვისაც იოტისოდენა იმედი მაინც გაქვთ შემორჩენილი, რომ თქვენი სიჩუმის ან ნიჭის ხარჯზე დაფინანსებას აიღებთ, ძალიან ცდებით.  ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გემსახურებიან (ფორმალურად მაინც) ახლა თქვენს იმედზე არიან. თუ კინოცენტრს დავთმობთ, ჩათვალეთ, რომ ეს ორგანიზაცია შეწყვეტს ფუნქციონირებას იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობდა და გახდება უბრალოდ კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი.

ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა ერთმანეთი მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ.

კინოცენტრის თანამშრომელთა უმრავლესობის პოზიცია საჯაროდაც დაფიქსირდა და ძალიან კარგად იცით, რომ ამ უმრავლესობას კინოცენტრში არავინ არ დატოვებს და ისიც ძალიან კარგად იცით, თუ რაოდენ რთული იყო ამ ადამიანებისთვის თავიანთი პოზიციის ღიად დაფიქსირება, დღევანდელი კულტურის სამინისტროს პოლიტიკიდან გამომდინარე.

ასე რომ, მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ კინოცენტრის გადარჩენისთვის!“ - წერს აბდუშელიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა