მოქალაქემ, რომელიც თავის საცხოვრებელ სახლთან კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა, ვენები გადაიჭრა (ფოტოები)
თბილისში, მოქალაქემ ვენები გადაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მის საცხოვრებელ სახლთან მომიჯნავე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა. ინფორმაციას ამის შესახებ გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
„თბილისი - ზაქარიაძის 8 ნომრის მაცხოვრებელმა, რომელიც მომიჯნავე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდა, ვენები გადაიჭრა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გვერდი ფოტოებსაც აქვეყნებს.