სტამბოლში ფაბრიკა იწვის
სტამბოლის საკანცელარიო ფაბრიკაში ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის და ხის მასალებს უკიდია.
საწარმოში ევაკუაცია განხორციელდა.
ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როცა საწარმოსთან ახლოს მდებარე ათათურქის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, აალება შესაძლებელია სტადიონთან შეკრებილი ქომაგების მიერ გასროლილმა მაშხალებმა გამოიწვია.