იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
იაპონიის ჩრდილოეთით, კუნძულ ჰოკაიდოზე მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 18:55 საათზე დაფიქსირდა.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.