თეგებით ძიება
11. 06. 2023 მსოფლიო

კანადელმა კაცმა უნივერსიტეტი ჩაბარებიდან 54 წელში დაამთავრა

კანადაში, ვანკუვერის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტს ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად 54 წელი დასჭირდა.

კაცი უნივერსიტეტის დამთავრებისას 71 წლის იყო.

მან ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა და უნივერსიტეტის დამამთავრებელ წვეულებასაც დაესწრო, რასაც 54 წელი ელოდებოდა.

არტურ როსი, რომელიც პროფესიით იურისტია, ვანკუვერის ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში 1969 წელს ჩაირიცხა. არტურმა ხელოვნების ფაკულტეტზე 2 წელი ისწავლა, შემდეგ კი პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა.

არტური 35 წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა, თუმცა 2016 წელს გადაწყვიტა, რომ იურისტის კარიერა დაესრულებინა. როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდა, არტურმა ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლის დასრულებაც მოისურვა. მართალია, ამ პროცესს ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა არტურს დღეს უკვე ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მინიჭებული აქვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა