ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა
„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და ტურნირი ჩატარებულ 9 მატჩში 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაასრულა.
„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მილანთან“ დაპირისპირებაში გამოეთიშა, თუმცა უეფამ აღნიშნული ტიტული სწორედ ქართველ ფეხბურთელს მიანიჭა.