თეგებით ძიება

"უმძიმესი დღეა...გაფრინდა ცაში ანგელოზი ..." - მე-5 კლასელი გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა

გეგუთის N2 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამავე სკოლის მე-5 კლასელი მოსწავლის,  ანამარია ბაბუნაშვილის დაღუპვის შესახებ იუწყება.

"უმძიმესი დღეა გეგუთის N2 საჯარო სკოლისათვის. ტრაგიკუალად დაიღუპა ჩვენი მე-5 კლასის მოსწავლე ანამარია ბაბუნაშვილი. მძიმეა მასზე წარსულში საუბარი, ის ხომ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით, პასუხისმგებლობით და საოცარი გონიერებით.

 ჩვენო ციმციმა გოგონა უფალმა გაანათლოს შენი სპეტაკი სული",- ნათქვამის სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა