თეგებით ძიება

დაეცი შვიდჯერ, ადექი რვაჯერ - გამონათქვამები, რომლებიც წარმატების საწინდარია

გთავაზობთ, წარმატებასთან დაკავშირებით ცნობილი ადამიანების გამონათქვამებსა და ანდაზებს:

წარმატება შემთხვევითი არ არის. ეს არის შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა, სწავლა, თავგანწირვა და რაც მთავარია, სიყვარული იმისა, რასაც აკეთებ ან სწავლობ - პელე;

ძნელია დაამარცხო ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდება - ბაბი რუთი;

უნიჭო შრომა სირცხვილია, მაგრამ ნიჭი შრომის გარეშე ტრაგედიაა - რობერტ ჰალფი;

წარმატების საიდუმლოებები არ არსებობს. ეს არის მომზადების, შრომისმოყვარეობისა და წარუმატებლობისგან სწავლის შედეგი - კოლინ პაუელი;

ხედვა მოქმედების გარეშე სიზმარია. მოქმედება ხედვის გარეშე კოშმარია - იაპონური ანდაზა;

დაეცა შვიდჯერ, ადგა რვაჯერ - იაპონური ანდაზა;

ნუ შეგეშინდებათ ნელი სიარულის. გეშინოდეთ უძრავად დგომის - იაპონური ანდაზა;

იყავი თავმდაბალი. ექსპერტმაც კი შეიძლება შეცდომა დაუშვას - იაპონური ანდაზა;

დააკვირდით ბუნების სილამაზეს და გაიცნობთ საკუთარ თავს - იაპონური ანდაზა;

შიში იმდენად ღრმავდება, რამდენის საშუალებასაც გონება იძლევა - იაპონური ანდაზა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა