თეგებით ძიება

"თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა "გატყდა" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ძველ ამბავს იხსენებს და წერს, რომ 2004 წელს ცნობილი პიროვნების ბინა გატეხეს.

"თემამ მოიტანა და მეც ვიტყვი. 2004 წელია, ახალი დანიშნული ვარ პროკურორად და თბილისში ერთი ცნობილი ადამიანის ბინა "გატყდა". საქმე გაიხსნა თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ ეგ არაა მთავარი - ოჯახის უფროსმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩვენებაში ნუ დამაფიქსირებინებთ  და ზეპირად გეტყვით რაც წაიღესო. წაღებული კი იყო ბევრი რამ, მათ შორის 25 ცალი როლექსის საათი, რომლის მინიმალური ღირებულება მაშინდელი ფასებით 20 000 დოლარიდან იწყებოდა. აბა გამოიცანით 25 როლექსი რა კატეგორიის ადამიანს ექნებოდა სახლში. ვერ მიხვდებით.

იმას ვინც მისაღებ გამოცდებს აწყობდა. მიხვდით ვისი ბინა იყო?", - წერს ოქრუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა