თეგებით ძიება

როცა მისი ხმა გავიგე, მისკენ გავცურე, თუმცა დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა - რას ამბობს ზვიგენის მიერ შეჭმული ტურისტის მამა?

ეგვიპტეში მომხდარ ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ზვიგენი, რომელიც რუს ტურისტს თავს დაესხა, დაიჭირეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

23 წლის რუსი ტურისტი, ვლადიმერ პოპოვი ზვიგენმა შეჭამა. იმ დღეს ბიჭი სანაპიროზე მამასთან და შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, გარდაცვლილის მამამ განაცხადა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მათ ვლადიმერის ყვირილის ხმა გაიგონეს და მისკენ მაშინვე გაცურეს, თუმცა,  დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა. 

როგორც მეთევზეები ეგვიპტურ მედიასთან საუბარში აცხადებენ, ზვიგენის დაჭერა მოგვიანებით მოხერხდა. 

"როდესაც ის გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ", - ამბობენ მეთევზეები. 

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა