სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბერლუსკონი კლინიკაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ქრონიკული ლეიკემია ჰქონდა.
ბერლუსკონი თანამდებობაზე პირველად 1994 წელს დაინიშნა და 2011 წლამდე იტალიის პრემიერი იყო.
ბერლუსკონი კონსერვატიული პარტიის Forza Italia-ს ლიდერი იყო.