ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის - ბათუმში 15 წლის გოგოს გლოვობენ
15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა, სერიოზულ ტრამვებს ებრძოდა.
„ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის... როცა ჩამოვირბინე, დავინახე, ჯიპის მარკის ავტომობილში. უკან, პანორამა ლუქში იყო ჩავარდნილი, სავარძლებს შორის.
შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.
ბავშვი მე-15 სართულიდან არის გადმოვარდნილი. მერვე სართულზე გადახურულია, იქ დავარდა და იქიდან ავტომობილის ლუქში ჩავარდა. ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, ცოცხალი იყო“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.