თეგებით ძიება

თუ ისევ არასამართლიანი, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათი გადასაწყვეტია - კახა კალაძე სტატუსზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას აქვს იმედი რომ ევროკავშირში "სამართლიანი" გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 

როგორც კალაძე ამტკიცებს, თუ  საქართველო კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს - ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, "რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ".

"მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი - ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს," - ამბობს კალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა