თეგებით ძიება

16 ივნისს პარლამენტი ილია დარჩიაშვილს მოუსმენს

16 ივნისს საქართველოს პარლამენტი, მინისტრის საათის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმენს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც უწყება წერს, დღევანდელ სხდომაზე ბიურომ 13-16 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. 

ბიუროს სხდომის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ცნობით, 15 ივნისს, ხუთშაბათს, თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები: "გირჩი" და "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის".

პლენარული სხდომების დღის წესრიგით, მიმდინარე სასესიო კვირას, 80-ზე მეტი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა