"საქართველოს მთავარი “მამაშა”, ანუ ქვეყნის მთავარი როსკიპი გარდაცვლილა დღეს და გული დამწყდა" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე როენა ხუცურაულზე
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში როენა ხუცურაულის გარდაცვალებას ეხმაურება.
"საქართველოს მთავარი “მამაშა”, ანუ ქვეყნის მთავარი როსკიპი (ანუ ბ@ზი) გარდაცვლილა დღეს და გული დამწყდა ნამდვილად. არ ვიცნობდი, მაგრამ შემებრალა სიკვდილისათვის. ღმერთმა აცხონოს! ქრისტეს სიტყვებისა არ იყოს: “დაე, ვინც უცოდველია პირველი ქვა მან ესროლოს”.
მე რა მიკვირს, ბორდელის მოწყობა სისხ. სამართლის დანაშაულია საქართველოს კანონმდებლობით და მას რატომ არ იჭერდნენ?! ეს შერჩევითი სამართალი რა უბედურებაა და ვინ კრიშავდა მას ამდენი წლის მანძილზე? ( *დამატება: 2019 ში ცოტახნით დაუჭერია ქოცხელისუფლებას და მალევე გამოუშვიათ. დაჭერა ბუნებრივია პიარისთვის იყო: ჩვენ ვიცავთ მორალს და მორწმუნეები, ტრადიციონალისტები ვართო. მასაზე გათვლილი აფიორა. ყველამ გაიგო დაჭერა, გამოშვება კი ძალიან ცოტამ).
ვფიქრობ, ცივილიზებული და სამართლიანი იქნება არსებობდეს ლეგალიზებული და ჯანდაცვის მიერ კონტროლირებული პროსტიტუცია საქართველოში, ვიდრე იატაქვეშა პროსტიტუციის მაფია, რაც გვაქვს ქვეყანაში ათწლეულებია. პროსტიტუციის საკანონმდებლო რეგულირება და ადამიანის უფლებად მისი ცნობა, არც ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება, ყველა თავად აგებს პასუხს თავის პირად ცოდვებზე ღვთის წინაშე და ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია. ეს ეწინააღმდეგება მხოლოდ ფარისევლობის და სიბრმავის ტრადიციას, რას ასე შეიყვარა ქართველი ერის დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით ბნელი და ფარისეველი ფსევდო მღვდელმთავრების და მღვდლების წყალობით. ასევე კანონმდებლობით რეგულირებული პროსტიტუცია ბევრად უკეთესად მოექცევა სასურველ ჩარჩოებში (ჰიგიენის, მედიცინის, ასაკობრივი ზღვრის მხრივ - ანუ უსაფრთხოება და ჯანდაცვა), ვიდრე ახლა ხდება იატაკქვეშეთში", - წერს დეკანოზი.
შეგახსენებთ, როენა ხუცურაული, ზედმეტსახელად "მამიდა" საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.