თეგებით ძიება
12. 06. 2023 მსოფლიო

სილვიო ბერლუსკონის 14 ივნისს დაკრძალავენ

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის 14 ივნისს დაკრძალავენ. ამ დღეს სახალხო გლოვა გამოცხადდება.

ამის შესახებ იტალიის მინისტრთა საბჭოს მდივანმა, ალფრედო მანტოვანომ განაცხადა.

ცნობისთვის, ბერლუსკონი სან-რაფაელის კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა, მისი ცხედარი ქალაქ არკორში მისსავე ვილაში უკვე გადაასვენეს.

მედია წერს, რომ მის სახლთან გამოსამშვიდობებლად ათობით ადამიანი შეიკრიბა.

დღეს საღამოს პრივატული გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება, რომელშიც პოლიტიკოსის ახლობლები და მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას.

ბერლუსკონის სახელმწიფო პანაშვიდი 14 ივნისს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მილანის საკათედრო ტაძარში გაიმართება. პანაშვიდს მილანის არქიეპისკოპოსი, მარიო დელპინი გაუძღვება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა