როინ მეტრეველი საბჭოთა-პოსტსაბჭოთა ჭაობის სიმბოლოა - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნული პრეზიდენტი, როინ მეტრეველი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჭაობის სიმბოლოა.
გიგა ბოკერია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ მომავალს უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი შემდეგ თაობებს.
"ეს ის არის რასაც უმზადებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას - საბჭოთა წარსულს, ბელარუსიზაციას, პუტინიზაციას, კატასტროფას ჩვენი შემდგომი თაობებისთვის".- აცხადებს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.