თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს შუქი 8 საათით გაეთიშება - ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ქობულეთის, შროშის, ფალიაშვილის და ატენის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კუტუზოვის, 26 მაისის, კოსტავას, კოტე ბუაჩიძის, დოლიძის, ფხაკაძის, ჩიქოვანის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის,  ანდღულაძის, იყალთოს, ქარელის, ტუსკის, ტეხურას, წინაუბნის, ბასილაძის, ლიხაურის,  შავერზაშვილის,  ჭაბუ ამირეჯიბის, სულაკაურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, იოსებიძის, ხვიჩიას, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, ბურძგლას, საბურთალოს და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, ოთარ ჭილაძის, მეფე მირიანის, როსტევანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის და მელიქ სურხავის ქუჩების  მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის  სასწეავლო მეურნეობის და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი ქოშიგორის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების, ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, კიევის, ივანე ჯავახიშვილის, ტერენტი გრანელის, საბჭოს, ტურგენევის და ჩიქობავას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, „ორთაჭალის ტურფის“ მიმდებარე ტერიტორიის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ჩოლოყაშვილის მოედნის, კრწანისის I ჩიხის, დიდი ხეივნის II ქუჩის, გორგასალის, აჰმედ ჯავადის, არტურ ლაისტის, უსახელოურის, გიორგი გურამიშვილის, მარჯორი უორდროპის, ირაკლი ჟორდანიას, მიკოლა ბაჟანის, გიორგი ნიკოლაძის, გრიგოლ აფშინაშვილის, ხეივნის, ახალი რეხის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, გულუას, დიმიტრი გულიას, მეგობრობის, ვლადიმერ წითლანაძის, ახალი ხეივნის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა