კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია - ვისზე საუბრობს ალეკო ელისაშვილი?
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ისაუბრა.
„ამ ხელისუფლებას ვერ ვცვლით, რადგან რესურსები და ტელევიზიები ვის ხელშიცაა, ის პოლიტიკური ძალა ლაპარაკობს მარტო რევანშზე, მარტო იმაზე, რომ „მოვალთ და დაგიჭერთ“. იძახოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ვინმეს დაიჭერს და კარგი „ჩიტი“ აქვს დაჭერილი უკვე 11 წელია. ხელისუფლების ცვლილების გასაღები ჩვენ გვაქვსო, თუ გასაღები გაქვს რატომ ვერ აღებ? კლიტეს ვერ არგებ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.