უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთ კვირაში შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ერთ კვირაში შვიდი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გაავრცელა.
„გასული კვირის განმავლობაში, დონეცკისა და ტავრიის ოპერატიულ ზონებში შეტევითი ოპერაციის დროს, შეტევითი დაჯგუფების წინსვლამ 6.5 კილომეტრი შეადგინა, კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი კი 90 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს", - აღნიშნა მალიარმა.