თეგებით ძიება

"ზვიგენის მიერ ადამიანის შეჭმაზე გახარებულნი, დარწმუნებული ვარ, თავად ისურვებდით ზვიგენობას... ტრაგედია აქციეთ დღესასწაულად! " - რას წერს პროზაიკოსი?

პროზაიკოსი, გიგო რიონელი ქართველი (გიორგი გახოკიძე) ეგვიპტეში ზვიგენის მიერ რუსი მამაკაცის შეჭმის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"ფაშიზმი, რომ ჩანასახშივე გულისხმობდა ხალხთა სიძულვილს, ეს მე-20 საუკუნემ გააშიშვლა და განაჩენიც გამოუტანა, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში კვლავ დაბრუნდებოდა სახეცვლილი და ის დაიმკვიდრებთა თავს ლიბერალიზმით. არსებითად, ასეთი სიძულვილი ხალხში და მასიური ისტერია ავადსახსენებელ ფაშიზმშიც კი არ გვევლინებოდა, რითაც დღეს მსოფლიოს გარკვეულ სახელმწიფოთა ხალხს ვირუსივით მოედო. 

ზვიგენის მიერ ადამიანის შეჭმაზე გახარებულნი, დარწმუნებული ვარ, რომ თავად ისურვებდით ზვიგენობას.

ასე რომ, ლევან ბერძენიშვლმა და მისთანებმა იციან თუ ვის წაუკითხონ ლექცია კანიბალიზმზე. ასევე რატომ ახლა და ამ ყოფიერების ჟამს.

მათ ამ ოცდაათი წლის მანძილზე შექმნეს, გამოიყვანეს და დააპატენტეს კიდეც ახალი თაობის უსულო არსებანი, რომელთა ფსიქიკა პარტიის მიერ მართვად ნომენკლატურად გვევლინება!

უფასდებათ დაუღალავი შრომა და უძილო, სატანისთვის რიტუალებად აღვლენილი ღამეები.

ასეთი ახალაგაზრდა დედით შობილი, მაგრამ უდედოდ გაზრდილი, ღორის კოლტის წევრია, რომლის როლი ჯამის ამობრუნებაა ანუ ირგვლივ ყველაფრის და ყველას გადაგვარება!

თქვენი მცდელობა, საბოლოო სახე მისცეთ საკუთარ სახელმწიფოში ხალხთა დეგრადირებას, წარუმატებელი დარჩება, მაგრამ ალბათობა დასაშვებია იმისა, რომ ვამპირთა მმართველ რგოლში ხილვა სულაც არ წარმოადგენს ნონსესს. 

ამიტომ გალაშქრება ყველა დონეზე აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად მოინათლებით მათი მხრიდან მტრად, რომელიც ცდილობს მათ წაარათვას ყველაზე ღირებული - ადამიანი!

ნეოლიბერალებო, თქვენ ის ბიომასა ხართ, რომელთა არსებობა 21-ე საუკუნისთვის იქნება დიდი საკაცობრიო ტრაგედია!

საშინელმა კადრმა თქვენში სწორედ ის ემოციები, სახასიათო მაჩვენებლები გამოჰყო, რაც ჩადეს წლების განმავლობაში. 

სახე ახეულები დაემსგავსეთ ზომბებს.

ყველაფერი ადამიანური თქვენში ჩაკლეს და მეცოდებით!

მეცოდებით, რადგან თქვენ წარბ შეუხრელად, ხელის აკანკალების გარეშე, გაწირავთ: დედას, მამას, ძმას, დას და ყველას ვინც საწინააღმდეგო აზრის მქონენი იქნებიან.

დიახ, თქვენ შეგფუთეს, ულამაზეს ბაფთიან ყუთში ჩაგსვეს და პანდორას ეს ყუთი, არც მეტი არც ნაკლები, თქვენთის საუკეთესო სახლად იქცა! 

ფუი მასა ხართ, რომელთა მისწრაფებების ვექტორი მრუდე წრეწირია და ის სწორედ, რომ ხავსივით ედება ახალგაზრდების ნორჩ გონს. ახდენთ მათი მყიფე აზროვნების დატყვევებას და ფორმაციას დასახული გეგმითა და მიზნით.

თქვენ სასწრადოდ ამოსაძირკვი ფესვი ხართ, რომელიც ტყეში სხვა ხეებს აავადებს! 

საშინელი არსებები, რომელთა სარკე ჩახედვის ჟამს ვერ უძლებს და ტყდება უსულო ანარეკლის გამო!

თქვენთვის უცხო გახდა ყველაფერი ადამიანური და ცხოველური ინსტიქტებით მართულები, თითებზე წამოცმული თოკების ტყვეობაში, გეენის ცეცხლში მეტად კომფორტულად გრნობთ თავს!

ტრაგედია აქციეთ დღესასწაულად! 

ნუ გაგიკვირდებათ, ეს დღე რომ ბოროტებაზედ გამარჯვების დღედ გამოაცხადონ!

თქვენ, ყველა, ცივსისხლიანი ზვიგენები ხართ!

უფალო, რა გახდა ერთი მეტეორი?!

ცხოვრება იქცა მატერიად. მატერიად, რომელიც არც მატრიისა გააჩნია რამ, არამედ ის უსხეულო და უსულო გადაგვარებულთა სამყოფელია მხოლოდ.

მადლობა უფალს, რომ ამ ჰეგემონიური უღმერთობის ჟამს ჯერ კიდევ გვაქვს ნავსაყუდელი სულისა! 

ნეოლიბერალთა და ნაც ფაშისტთა სავანებელი ადგილი კი განსაზღვრულია!", - წერს გიგო რიონელი ქართველი.

შეგახსენებთ, რომ ეამდენიმე დღის წინ, ეგვიპტეში, ჰურგადას სანაპიროზე 23 წლის რუსი მამაკაცი ზვიგენმა შეჭამა. შემზარავი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა