თეგებით ძიება

შენი ცხოვრება უმჯობესდება ცვლილებებით და არა შემთხვევებით - სასარგებლო ფრაზები

გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ და მოტივაციასაც შეგმატებთ.

ტრანსფორმაცია არის პროცესი - ცხოვრება უამრავი აღმავლობისა და ვარდნისგან შედგება. ეს აღმოჩენებში მოგზაურობაა - არის მომენტები მთის მწვერვალებზე და სასოწარკვეთის ღრმა ხეობებში - რიკ უორენი;

ცვლილება გარდაუვალია, თუმცა ტრანსფორმაცია არჩევანია – ჰეზერ ეშ ამარა;

შენი ცხოვრება უმჯობესდება ცვლილებებით და არა შემთხვევებით - ჯიმ რონი;

არსებობა ნიშნავს შეცვლას, შეცვლა - მომწიფებას, მომწიფება კი - საკუთარი თავის დაუსრულებლად, ხელახლა შექმნას - ანრი ბერგსონი;

თუ არ გამოხვალ იმ ყუთიდან, რომელშიც გაიზარდე, ვერ გაიგებ, რამდენად დიდია სამყარო - ანჯელინა ჯოლი;

მე მჯერა ძველი გამონათქვამის, „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. ჩვენი კარგი და ცუდი გამოცდილება გვაქცევს ისეთებად, როგორებიც ვართ - ნიკოლ კიდმანი;

დიდი მამაცობაა ვინმეს შეყვარება. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ ენდოთ სხვას მთელი არსებით, და ეს ძალიან რთულია - ნიკოლ კიდმანი;

საკუთარ თავში ის გძულთ, რაც ყველას მოსწონს თქვენში - ნიკოლ კიდმანი;

მომავალი ეკუთვნის მას, ვისაც საკუთარი ოცნების სილამაზის სჯერა - ტინა ტერნერი;

ყველა მხატვარი თავის ფუნჯს საკუთარ სულში ასველებს და საკუთარ ბუნებას ხატავს – ჰენრი უორდ ბიჩერი;


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა