უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ მკაფიო სიგნალს ელოდება - ანჯეი დუდა
უკრაინა ელოდება მკაფიო სიგნალს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის პერსპექტივის შესახებ, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
„იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში ნატო-ს მომავალი სამიტი კარგ სიახლეებს მოუტანს კიევს, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მომავალში აშკარად ჩანს. ასევე იმას, რომ გვირაბის ბოლოს არის შუქი, რომლის დანახვაც თავად უკრაინელებს სურთ, როდესაც საქმე ნატო-ში გაწევრიანებას ეხება. ეს გამოჩნდება ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების წყალობით“, – აღნიშნა დუდამ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.