თეგებით ძიება
13. 06. 2023 მსოფლიო

საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთმა უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის მიწოდება გააძლიერა - უკრაინის კონტრშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში „ვაიმარის სამკუთხედის“ შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ეს შეტევა რამდენიმე კვირა, რამდენიმე თვეც კი შეიძლება, გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავხმარებოდით მას ლიმიტების ფარგლებში, რომელიც დავუწესეთ ჩვენს თავს კონფლიქტის დასაწყისიდან“, - განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა