თეგებით ძიება

"ძლიერი მოთამაშეა და ყველა მასზე საუბრობს, ეს არაა მარტივი" - ვინ არის გურამ შეროზიას ფავორიტი მონაწილე "პრაიმ ჰაუსში"?

რეალითი შოუ "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პროექტში გამოკვეთილად, არც ერთ მოანწილეს არ გულშემატკივრობს.

"რას ფიქრობთ გუშინდელ ეპიზოდზე?

ა. ძაან დამპლურად თამაშობს და აწიოკებს კოალიციებს.

ბ. არ არის სანდო და ვინც მაინც ქმნის ამასთან კოალიციას - მისი პრობლემაა.

გ. ძლიერი მოთამაშეა და ყველა მასზე საუბრობს, ეს არაა მარტივი

დ. ისეთი ლამაზი იყო იმ სტაფილოსფერ ლუქში, აი რა იქნებოდა, რომ კეთილიც ყოფილიყო? 

არ ვგულშემატკივრობ მერიემს, არაა მისი სტრატეგია ჩემთვის მოსაწონი და სხვათა შორის ამ სეზონში არც ანტიგმირი მყავს, ანუ ირაკლის მოგება მირჩევნია, მაგრამ არც დიასას ან ნიკას მოგება მეწყინება, არავინაა ისეთი, რომ აიიი ძაან არ მევასებოდეს და ა.შ. 

ნუ ეს ორი გოგო ისედაც ვერ მოიგებენ და ნეტა ერთ სეზონში მაინც მოვესწროთ ქალ გამარჯვებულს?", - წერს გურამ შეროზია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა