თეგებით ძიება

მტრის დანაკარგები ზუსტად ისეთია, როგორიც გვჭირდება - ვოლოდიმირ ზელენსკი (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ რუსეთის დანაკარგები ომში საკმაოდ გაიზარდა.

"დღეს შტაბის სხდომა გავმართე. ძირითადი მოხსენებები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ცხელი ოპერატიული მიმართულებების - ხორტიცასა და ტავრიის მეთაურებისგან. ბრძოლები სასტიკია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის დანაკარგები არის ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ამინდი არასახარბიელოა და წვიმები ართულებს ჩვენს ამოცანას, ჩვენი მეომრების სიძლიერე მაინც იძლევა შედეგს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა